30 სექტემბერი 2024,   10:22
ვრცლად
ლავროვის განცხადება იყო "ქართული ოცნებისადმი" მოწოდება, რომ აღიაროს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა - თეონა აქუბარდია

სერგეი ლავროვის განცხადებას ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს თბილისს, სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების ნორმალიზებაში.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია ყურადღებას სერგეი ლავროვის განცხადების იმ მონაკვეთზე ამახვილებს, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის მოხსენიებული.

აქუბარდიას თქმით, ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მმართველ გუნდს პირდაპირ მოუწოდებს, რომ მათ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარონ.

"მაქვს მარტივი კითხვა, რატომ არ გამოჩნდა არცერთი "ქართული ოცნების" მოლაპარაკე თავი, რომელიც თუნდაც ლავროვის განცხადებაზე იტყოდა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველო და ეს განცხადება არის საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო. ლავროვის განცხადება იყო "ქართული ოცნებისადმი" მოწოდება, რომ აღიაროს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები