30 სექტემბერი 2024,   10:13
ვრცლად
"ქართული ოცნების" გლდანის დელეგატმა მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გლდანის დელეგატმა, მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.

ვლადიმერ ბოჟაძე ადგილობრივებს გლდანის მე-7 მ/რ-ში, ე.წ. ბროწეულის სკვერში რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

მმართველი გუნდის წევრები შეკრებილებს "ქართული ოცნების" სამშვიდობო პოლიტიკასა და ინიციატივებზე ესაუბრნენ. აქცენტი გაკეთდა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.

დღის ამბები