16 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად, სახლები დაზიანდა - კომისია ზარალს ითვლის

ტყიბულში, სტიქიის შედეგად, სახლები დაზიანდა - ძლიერმა ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე 23 საცხოვრებელ სახლს, მათ შორის, 15 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავები გადახადა. სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო ტყიბულის მერი.

მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია ზარალს ითვლის. დროებითი ღონისძიებების გასატარებლად, მიმდინარეობს ლოკალური სამუშაოები და სახურავების რეაბილიტაცია.

დღის ამბები