16 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნება - პროფესორ ლევან იზორიას ავტორობით, ახალი სახელმძღვანელო გამოიცა

პროფესორ ლევან იზორიას ავტორობით, ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში ახალი სახელმძღვანელო, სახელწოდებით "სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნება" გამოიცა.

აღნიშნული სახელმძღვანელო წარმოადგენს სამართალმცოდნეობის შესავალს, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტების სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამებში საბაზისო მასალა და საწყისი კურსების სავალდებულო ცოდნის ნაწილია.

სახელმძღვანელო ერთადერთია, რომელშიც გაერთიანებულია ისეთი ზოგადი დისციპლინები როგორებიცაა სამართლის ფილოსოფია, სამართლის თეორია, სახელმწიფოს თეორია, კონსტიტუციური თეორია, რაც, ერთობლიობაში, საუნივერსიტეტო სასწავლო დისციპლინის სრულყოფილ შინაარსს იძლევა. ინტერდისციპლინური მიდგომით, ღრმამეცნიერული ანალიზითა და და ბრწყინვალე გადმოცემის სტილით, ეს წიგნი ორიგინალურია ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში.

დღის ამბები