30 სექტემბერი 2024,   13:33
ვრცლად
სასწრაფო დახმარების ექიმებმა, ასპინძაში, ქალი მანქანაში ამშობიარეს

ასპინძის სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახურის ექიმებმა ორსულის ტრანსპორტირებისას სასწრაფო დახმარების მანქანაში მშობიარობა მიიღეს.

ასპინძის სასწრაფო დახმარების  რაიონულ სამსახურში გამოძახება ლოზუნგით "მშობიარობა" შევიდა.
ასპინძის რაიონის სოფელ ივერიაში მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ახალგაზრდა ქალი მუცლის ტკივილით დახვდათ, ქალისთვის ეს მეოთხე მშობიარობა იყო.

ექიმებმა სწრაფად შეათანხმეს ახალციხის კლინიკაში პაციენტის გადაყვანა და დაიწყეს ტრანსპორტირების პროცესი.

ჰოსპიტალიზაციისას ქალს მშობიარობა დაეწყო. ბრიგადის წევრების პროფესიონალიზმისა და სწორი მოქმედების შედეგად ქვეყანას სრულიად ჯანმრთელი ბიჭი მოევლინა, მედპერსონალმა ჭიპლარი გადაჭრა, შეასრულეს  ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაცია.

ექიმ ქეთევან ველიჯანაშვილის თქმით, აღსანიშნავია ექთნის, თინა ასპანიძის პროფესიონალიზმი და მძღოლის ბაჩუკი ზაზაძის  ოპერატიულობა. სამედიცინო ბრიგადის წევრებისთვის სასწრაფო დახმარების მანქანაში ეს პირველი მშობიარობა იყო.

დედაც და პატარაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სტაბილურ მდგომარეობაში სამშობიაროში გადაიყვანა.

"გვეამაყება: ექიმი - ქეთევან ველიჯანაშვილი, ექთანი - თინა ასპანიძე, მძღოლი - ბაჩუკი ზაზაძე" - წერს გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად".

დღის ამბები