"ქართული ოცნება" რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. მარნეულისა და გარდაბნის დელეგატობის კანდიდატი, ზაურ დარგალი პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან და მმართველი გუნდის წევრებთან ერთად წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
განიხილეს მიმდინარე პროექტები, ისაუბრეს არჩევნების მნიშვნელობაზე.