01 ოქტომბერი 2024,   17:34
ვრცლად
თბილისის მერმა ისნის რაიონში ახალაშენებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა

თბილისის მერი კახა კალაძე საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესა და მერის მოადგილე კახა გულედანთან ერთად, ისნის რაიონში ახალაშენებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა. N124 ბაგა-ბაღი ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე აშენდა და აღსაზრდელების პირველი ნაკადი 16 სექტემბერს მიიღო. ბაღი 9-ჯგუფიანია და 290 აღსაზრდელზეა გათვლილი.

ბაგა-ბაღის შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აქვს კეთილმოწყობილი ეზო გამწვანებითა და სათამაშო მოედნებით.

შენობა აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით, უსაფრთხოების ბადეებითა და სააღმზრდელო ჯგუფების ინდივიდუალური საევაკუაციო კიბეებით. პროექტის ბიუჯეტი 4,5 მილიონი ლარია.

დღის ამბები