14 ოქტომბერი 2024,   19:19
ვრცლად
მარნეულსა და გურჯაანში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ღონისძიებები გაიმართა

"ქართული ოცნების" მხარდამჭერმა ღონისძიებებმა დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთში გადაინაცვლა. ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები და ხელოვანები დღეს მარნეულსა და გურჯაანში ჩავიდნენ და მოქალაქეებს სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

სცენაზე ასულმა არტისტებმა ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და იმაზე, თუ რატომ უნდა მიიღოს მე-11 მოწვევის პარლამენტში "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.

 

 ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები