30 დეკემბერი 2024,   20:13
ვრცლად
ბათუმის საზღვაო აკვატორიაში ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის სწავლება ჩატარდა

წვრთნები ზღვაზე - ბათუმის საზღვაო აკვატორიაში ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის სწავლება ჩატარდა.

სცენარის მიხედვით, ოპერაციის მონაწილეებს რამდენიმე დავალების შესრულება მოუწიათ. მათ ზღვაში უნდა მოეძებნათ და გადაერჩინათ 5 ადამიანის მულაჟი, ჩაექროთ გემზე გაჩენილი ხანძარი, შეეგროვებინათ ზღვაში პირობითად დაღვრილი ნედლი ნავთობი, ასევე სანაპირო ზოლზე უნდა შეეგროვებინათ ნავთობი და შემდეგ უსაფრთხო ადგილზე გადაეტანათ.

სამაშველო ოპერაციებში 34 ორგანიზაციის 160-მდე ადამიანი იყო ჩართული. ღონისძიება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

დღის ამბები