04 ოქტომბერი 2024,   19:33
ვრცლად
“ირანი არ დააყოვნებს და არ იყოყმანებს ისრაელთან მიმართებით“ - ალი ჰამენეი პარასკევის ლოცვაზე გამოჩნდა

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პირველად ირანის სულიერი ლიდერი, ალი ჰამენეი პარასკევის ლოცვაზე გამოჩნდა. მან ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა შეაფასა და თქვა, რომ ეს მინიმალური და სამართლიანი სასჯელი იყო.

აღსანიშნავია, რომ ჰამენეი “ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობის შემდეგ უსაფრთხო ადგილას იყო გადაყვანილი და საერთოდ არ ჩანდა. ეს მისი პირველი საჯარო გამოსვლა იყო.

ირანის სულიერმა ლიდერმა ისრაელს ვამპირული რეჟიმი, შტატებს კი ცოფიანი ძაღლი უწოდა, ასევე ისლამური სამყაროს “ერთობის“ აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

“ირანი არ დააყოვნებს და არ იყოყმანებს ისრაელთან მიმართებით“ - განაცხადა მან მოსალას დიდ მეჩეთში გამართულ ლოცვაზე, რომელსაც ათასობით ადამიანი პალესტინის, “ჰეზბოლას“ და ლიბანის დროშებით ესწრებოდა.

დღის ამბები