05 ოქტომბერი 2024,   13:25
ვრცლად
მრავალსართულიანი ბინების ეზოებში მიმდინარე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი გაეცნო

მრავალსართულიანი ბინების ეზოებში მიმდინარე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, სიმონ გულედანი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.

პროექტს გორის მერია უკვე მეორე წელია 100%-ით აფინანსებს. ეზოებში მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება, იმ ეზოებში კი, სადაც სასმელი და საკანალიზაციო სისტემები ამორტიზებულია, სისტემის რეაბილიტაცია ხდება.

სამუშაოები ეზოების ნაწილში უკვე დასრულებულია. ეზოების რეაბილიტაციის პროექტი 2023 წელს დაიწყო და ამ დრომდე, ათეულობით კორპუსის პრობლემა უკვე მოგვარებულია.

დღის ამბები