17 ნოემბერი 2024,   00:56
ვრცლად
აშშ-ის საელჩო და ზოგადად საელჩოები, არამხოლოდ ერევა, არამედ წარმართავს წინასაარჩევნო კამპანიას - გურამ მაჭარაშვილი

facebook ბანერები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსგან. დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ - დიპლომატიური უწყების facebook გვერდზე ბოლოს ამ შინაარსის ქარდი გამოჩნდა. საკითხი პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებულად ფასდება.

მმართველი გუნდი  წინასაარჩევნოდ გარე ჩარევების მცდელობაზე საუბრობს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, აშშ-ის საელჩო წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას ცდილობს. 

"აშშ-ის საელჩო და ზოგადად საელჩოები, არამხოლოდ ერევა, არამედ წარმართავს  წინასაარჩევნო კამპანიას. ჩვენ ოპონირება გვიწევს არა ოპოზიციასთან, არამედ უცხოურ ძალასთან. მცირე ხნის შემდგომ არ არის გამორიცხული უცხოურმა ძალამ თვითონ ოპოზიციას აუკრძალოს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა, რომ უნიათოები ხართ და ახლა მე მაცადეთ და მე დავამარცხებ უკანონოდ ამ ხელისუფლებასო, აი ეს აკლიათ რისი მცდელობაც სავარაუდოდ უკვე აქვთ და მომავალშიც ექნებათ. რაც უფრო გაიზრდება უსამართლო ზეწოლა ქართულ სახელმწიფოზე, მით უფრო გაიზრდება ჩვენი პროცენტი 26 ოქტომბერს," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

  

დღის ამბები