ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"შეშფოთებული ვარ კანონით, რომელიც ძალაში შევიდა, ხელი მოეწერა. ზღუდავს თავისუფლებებს და საქართველოს ევროპისგან დაშორების რისკს ქმნის. შტატები ყოველთვის ხმას აიმაღლებს, რათა დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ყველასთვის" – წერს ო"ბრაიენი სოციალურ ქსელში.