17 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
გაგრის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას დღეს გმირთა მოედანზე მიაგეს პატივი
გმირთა მოედანზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, გაგრის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
 
გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულები გაიხსენეს.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოების ვალია ახსოვდეს გმირები. 

"დღეს არის გაგრის დაცემის დღე. 1992 წელს ჩვენ დავკარგეთ გაგრა, ჩვენი ვალია, რომ გვახსოვდეს გმირები და პატივი მივაგოთ მათ სულებს,"- აცხადებს მგალობლიშვილი. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აცხადებს, რომ ომი დაუშვებელია. 

"რაც მოხდა, ეს არ უნდა მომხდარიყო, ეს არის დიდი ტრაგედია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია აქედან რა დასკვნები იქნება გამოტანილი. მთავარი დასკვნა კი ის არის, რომ ომი დაუშვებელია, ჩვენ უნდა შევრიგდეთ და არასოდეს არ უნდა დავუშვათ იმ დიდი უბედურების გამეორება, რაც ერთხელ უკვე მოხდა,"- აცხადებს ჯემალ გამახარია. 

დღის ამბები