"გახარია საქართველოსთვის" პარტიის აქტივისტი ირაკლი წულაია სოციალურ ქსელში დირექტორების თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ წერს და მიზეზად გახარიასთან შეხვედრაზე დასწრებას ასახელებს. წულაია "ქართული ოცნების" მისამართით იმუქრება და აღნიშნავს, რომ არავის არაფერი შერჩება.
ამასთან, წულაია იმასაც აღნიშნავს, რომ ნათია მეზვრიშვილი ყველაფერს ინიშნავს.
"ჩემი შვილის მასწავლებელი შესულა კლასში და უთქვამს ეს ნაცები და ქოცები ამოვიდნენ ყელში გახარიებს უნდა მივცეო ხმაო. ძალიან მიხარია ამხელა დეზინფორმაციის და შავი პიარის მიუხედავად, ჩვენი სათაყვანებელი მასწავლებლები სწორ არჩევანს რომ აკეთებენ! ახლა კი მთავარი მეგობრებო, ქართულმა კოშმარმა ორი სკოლის დირექტორი და ერთი მოადგილე მარტო იმიტომ გაანთავისუფლა თანამდებობებიდან, რომ გახარიას შეხვედრაზე მივიდნენ, ახლა კი საერთოდ სკოლიდან წასვლას აიძულებენ და ფიზიკურადაც კი დაუპირისპირდნენ! ქოცებო თქვე ნაცებო! ამას ნაცებიც კი არ კადრულობდნენ, რამ გამოგათაყვანად ასე? ხომ არ გონიათ ვინმეს, რამე შეგრჩებათ? ყველაფერს ინიშნავს ნათია მეზვრიშვილი", - წერს ირაკლი წულაია.