21 დეკემბერი 2024,   20:08
ვრცლად
პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება

პარლამენტში ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა გრძელდება. 2025 წლის ბიუჯეტის პროექტზე დღეს რამდენიმე კომიტეტი მსჯელობს. პირველადი დოკუმენტის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2 400 000 000 ლარით იზრდება და ჯამურად, 31 200 000 000 ლარს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ბიუჯეტის პროექტით ფინანსდება ყველა ის ვალდებულება, რომელიც 2025 წელს სახელმწიფომ აიღო. გათვალისწინებულია პენსიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების გაზრდა.

2025 წლის ბიუჯეტს მომდევნო პარლამენტი დაამტკიცებს.

დღის ამბები