07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთში შეკრებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთში შეკრებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგის შეხვედრისთვის ემზადება, სადაც საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება.

მატჩი პოზნანში, 11 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს ნაკრებს, 2 ტურის შემდეგ, 6 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია. უკრაინამ 2 მატჩი დათმო და, 0 ქულით, ბოლო ადგილს იკავებს.

საქართველოს ნაკრები მეორე მატჩს 14 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე, ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

დღის ამბები