08 ოქტომბერი 2024,   14:36
ვრცლად
"საქართველოს პრეზიდენტი გასულია კონსტიტუციიდან და, მგონი, გასულია მომსახურების ზონიდანაც - მისი ქმედებები უკვე კარიკატურულ ფორმას იძენს" - ბექა ოდიშარია

სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოთქმული იდეა, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციის წარმომადგენლებთან ყოველდღიურად მიმდინარეობს ორბელიანების სასახლეში ამ საკითხების განხილვა.

მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს - "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია მოღალატეობრივ ქმედებებზე პასუხს 26 ოქტომბერს მიიღებს.

"საქართველოს პრეზიდენტი გასულია კონსტიტუციიდან და, მე მგონი, გასულია მომსახურების ზონიდანაც - მისი ქმედებები უკვე კარიკატურულ ფორმას იძენს. ხედავთ ალბათ, რა ე.წ. პოლიტიკური სახეები დადიან მასთან. ეს მოღალატეობრივი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნისადმი ქართველ ხალხს ყელში ამოუვიდა და ამისთვის ისინი მიიღებენ პოლიტიკურ წმინდა სილას 26 ოქტომბერს," - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

დღის ამბები