21 დეკემბერი 2024,   16:03
ვრცლად
"აბსურდია, რასაც ახლა პრეზიდენტი აკეთებს - როგორც მისი ყველა წინა ინიციატივა, ესეც წარუმატებლად დასრულდება" - ალექსანდრე რაქვიაშვილი ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეაზე

სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოთქმული იდეა, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციის წარმომადგენლებთან ყოველდღიურად მიმდინარეობს ორბელიანების სასახლეში ამ საკითხების განხილვა.

ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის ინიციატივას დადებითად აფასებს და შეთანხმების იმედი აქვს, ნაწილი კი ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეას უპერსპექტივოდ მიიჩნევს.

"აბსურდია, რასაც ახლა პრეზიდენტი აკეთებს, რადგან, ერთი მხრივ - ქარტიაში ეს წერია, მაგრამ არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ ვინმე სერიოზულად შეასრულებდა ამ დაპირებას და ახლა თვითონვე გაანადგურებს თავის პარტიას, თუ ვინმეს საღი აზრი მოეკითხება ამ ოპოზიციურ პარტიებში, მაგრამ თუ არავინ არ აზროვნებს საერთოდ - შეიძლება, რაღაცებზე შეთანხმდნენ, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ საერთოდ არ შედგება ეს შეთანხმება და, როგორც პრეზიდენტის ყველა წინა ინიციატივა, ეს ინიციატივაც წარუმატებლად დასრულდება,“ - აცხადებს პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები