"ქართული ოცნება" ხალხთან შეხვედრებს განაგრძობს. გლდანის რაიონის დელეგატი და მაჟორიტარი დეპუტატი ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ, მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზეც.
შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს არჩევნების შედეგების მნიშვნელობაზე.