21 დეკემბერი 2024,   20:11
ვრცლად
"მათი ამოცანაა, ქალბატონ სალომეს იმპიჩმენტზე ხელმეორედ აიწიოს ამბავი და ეს იყოს მთავარი განსახილველი თემა" - იაგო ხვიჩია "ქართულ ოცნებაზე"

სიმბოლური იმპიჩმენტი ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ - ოპოზიციისთვის ხელახალი იმპიჩმენტის საკითხი აქტუალური საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.

საპარლამენტო უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილს, მინიმუმ, 4 ტიპის დარღვევას ედავება - სავალდებულო ნებართვის გარეშე საზღვარგარეთ ვიზიტებს, უცხო ქვეყნებში ქართველი დიპლომატების დანიშვნაზე უარს, საარჩევნო პროცესში ჩარევასა და, ამავე კონტექსტში, საზოგადოებისთვის საკუთარი პრემიერმინისტრობის კანდიდატის შერჩევა-დასახელებას.

"იმას, რაც ადამიანებს წინასაარჩევნოდ აწუხებთ და შეიძლება აქტუალური გახდეს, "ქართული ოცნება" იზღვევს საკუთარი ერთგული თანამებრძოლის, ქალბატონი სალომეს სახით. მათი ამოცანაა, რომ ქალბატონ სალომეს იმპიჩმენტზე ხელმეორედ აიწიოს ამბავი, ეს იყოს მთავარი განსახილველი თემა და ვინერვიულოთ, "ქოცები" თავიანთ არჩეულ პრეზიდენტს ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე მოხსნიან თუ არა და ამაში გავატაროთ წინასაარჩევნო კამპანია," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

დღის ამბები