08 ოქტომბერი 2024,   20:43
ვრცლად
რუსი სამართალდამცველები ეროვნებით ქართველ ბიზნესმენ ამირან გიორგაძეს ეძებენ

რუსი სამართალდამცველები ეროვნებით ქართველ ბიზნესმენ ამირან გიორგაძეს ეძებენ. მას 4 ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი.

კრასნოგორსკში მცხოვრები ბიზნესმენი, სხვა პირებთან ერთად შელაპარაკების ნიადაგზე, რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის და კრასნოგორსკის ელექტრო ქსელების ხელმძღვანელის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მათ გაქცეული ეჭვმიტანილის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია უკვე აქვთ. მკვლელობის მოტივი, ერთ-ერთი ვერსიით, შეიძლება გიორგაძის კუთვნილი კომპანიის გაკოტრებას უკავშირდებოდეს.

დღის ამბები