გაზიფიცირების სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში - ლეჩური თელავის მუნიციპალიტეტის ბოლო სოფელია, რომელიც ადმინისტრაციული ცენტრიდან მოშორებით, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს.
გაზის გაყვანა ტერიტორიაზე შარშან განხორციელდა. ამ ეტაპზე კი დაწყებულია აბონენტად აყვანის შესახებ განცხადებების მიღება.
წლის ბოლოსთვის ყველა ადგილობრივ მცხოვრებს გაზმომარაგება შეუფერხებლად უნდა ჰქონდეს.