07 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
მნიშვნელოვანი და რთული თამაში - პოზნანის სტადიონი დღეს ხუთჯვრიანი დროშებით იქნება მოფენილი

დარჩენილია საათი და 45 წუთი. პოლონეთი, ქალაქი პოზნანი, ნეიტრალური მოედანი. ერთა ლიგის" B დივიზიონის მე-3 ტური. საქართველოს 6 ქულა აქვს, უკრაინას ნული. ერთი აღმავლობის გზაზეა, მეორე კრიზისის.

"ჯვაროსნები" ენეას სტადიონზე დღეს უდანაკარგოდ გადიან, უკრაინელებს კი, არ ჰყავთ ძირითადი შემადგენლობის მინიმუმ 6-7 წამყვანი ფეხბურთელი.

არის კიდევ ერთი პლიუსი. ჩეხეთი და ალბანეთი - მათ ვინც საქართველომ დაამარცხა, უკრაინა ჰყავთ დამარცხებული.

ვილი სანიოლი სერგეი რებროვის წინააღმდეგ - ფეხბურთის ანალიტიკოსები უკრაინისგან პრესინგს ელოდებიან, თუმცა ყველა აღიარებს ქართველი ფეხბურთელების უპირატესობას სწრაფ კონტრშეტევებში, რასაც ემატება ჯვაროსნების მსოფლიო დონის ფორვარდები.

პოზნანის სტადიონი დღეს ხუთჯვრიანი დროშებითაც იქნება მოფენილი.

ენაზე, რომელიც 43 ათას მაყურებელს იტევს, წინასწარი ინფორმაციით 10 ათასამდე ქართველი გულშემატკივარი იქნება.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი. 

დღის ამბები