21 დეკემბერი 2024,   16:29
ვრცლად
ქუთაისში, დღეს კიდევ ერთი პროექტის პრეზენტაცია შედგა - ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფცია მზადაა

ქუთაისში, დღეს კიდევ ერთი პროექტის პრეზენტაცია შედგა.

ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფცია მზადაა. ჰაბი, რომელიც პარლამენტის ყოფილ შენობაში უნდა განთავსდეს, სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს და მის ტერიტორიაზე განთავსდება: სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, საერთაშორისო IT სკოლა, ასევე ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი.

პრეზენტაციას დღეს პრემიერ-მინისტრი დაესწრო, რომლის განცხადებითაც ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნის ციფრული და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციაა.

დღის ამბები