12 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
პირველ 30 წუთში ჩვენი მხრიდან თამაში კატასტროფა იყო, არ გვქონდა ინტენსივობა, აგრესიულობა, უკრაინა კი გაცილებით კონცენტრირებული იყო - ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი, საქართველო-უკრაინის თამაშს აფასებს. მისი თქმით, პირველი 30 წუთი საქართველოს ნაკრებისთვის ცუდი თამაში იყო, რადგან გუნდს ინტენსივობა არ ჰქონდა.

"პირველ 30 წუთში ჩვენი მხრიდან თამაში კატასტროფა იყო, არ გვქონდა ინტენსივობა, აგრესიულობა, უკრაინა კი გაცილებით კონცენტრირებული იყო და ანგარიშში დაწინაურებაც დაიმსახურა. საერთო ჯამში, ჩვენ უფრო მეტი შანსი და შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ მატჩის შემოსატრიალებლად საკმარისი მომენტები და შანსები არ გვქონდა. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ იოლი თამაშები არ არსებობს და თუკი წარმატების მიღწევა გსურს, ყველა მატჩი ისე უნდა ჩაატარო, თითქოს ის ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს. ზოგჯერ სირთულეებს უნდა შეეჯახო, რომ უკეთესი გახდე. უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი შეხვედრების მოსაგებად მუდმივად ჩვენს დონეზე თამაში გვმართებს, რაც დღეს ვერ გავაკეთეთ. მატჩის ორი მესამედის მანძილზე, მოედანზე უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ წავაგეთ. ადვილი დაპირისპირებები არ არსებობს, მოტივაციის ნაკლებობა არ გვქონდა, იმედგაცრუებულები ვართ. მატჩების დასაწყისში პრობლემები გვაქვს. იგივე იყო ჩეხეთთანაც. სამუშაო ბევრი გვაქვს," - აცხადებს ვილი სანიოლი.

დღის ამბები