14 ოქტომბერი 2024,   11:23
ვრცლად
დღეს სვეტიცხოვლობაა - სადღესასწაულო წირვისთვის მცხეთაში განსაკუთრებული მზადებაა

სვეტიცხოვლობას, იგივე მცხეთობას აღნიშნავენ დღეს საქართველოში. სადღესასწაულო წირვა ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება, თუმცა განსაკუთრებული მზადებაა საქართველოს ყოფილ დედაქალაქსა და თავად სვეტიცხოველში.

დიდ საკათედრო ტაძარში ადგილობრივი და თბილისიდან ჩასული მრევლი მთავარ საზეიმო წირვას დაესწრება.

სწორედ აქ არის შენახული იესო ქრისტეს კვართი, რასაც უკავშირდება დღევანდელი დღესასწაულიც. დღევანდელი დღე უქმედ არის გამოცხადებული.

დღის ამბები