14 ოქტომბერი 2024,   13:21
ვრცლად
დიმიტრი ხუნდაძე: ერთად დგომით აუცილებლად გავხდებით ევროპის ღირსეული წევრი - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლისის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის რაიონში, ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა შეაჯამა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, ასევე ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. დიმიტრი ხუნდაძემ მოსახლეობას გააცნო „ქართული ოცნების“ გუნდის სამომავლო გეგმები.

"ერთად დგომით აუცილებლად გავხდებით ევროპის ღირსეული წევრი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები