15 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
გივი მიქანაძემ გურიაში ორი სრულად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ ირაკლი კუპრავასთან და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად, სოფელ გორაბერეჟოულის და  სოფელ ხაჯალიის რეაბილიტირებული სკოლები გახსნა. 

სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლა 180  მოსწავლეზე,  ხოლო სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლა 200  მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში სკოლებში სასწავლო სივრცეებთან ერთად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი მოწყობილია გარე სპორტული მოედანი. სკოლები სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და აღჭურვილია სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით.

გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.

დღის ამბები