15 ოქტომბერი 2024,   20:19
ვრცლად
"ამ ადამიანებმა კონკრეტულად ბანერზე წაშალეს სიტყვები "არა ომს", რითაც დაამტკიცეს კიდევ ერთხელ, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას" -ირაკლი კობახიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები დააზიანეს. ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ ბანერები, რომლებზეც უკრაინაში განვითარებული მოვლენებია გამოსახული და დატანილია წარწერა არა ომს, მათ ქუთაისში გადაღებეს და დააანონსეს, რომ ანალოგიურად მოიქცევიან სხვა ქალაქებშიც.

ფაქტს მმართველი გუნდი გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა ოპოზიციამ, რომ ისინი "ომის პარტიას" წარმადგენენ.

"საინტერესო ფაქტია, რომ მეტი საქმე არ აქვთ. ამ ადამიანებმა კონკრეტულად ბანერზე წაშალეს სიტყვები "არა ომს" რითაც დაამტკიცეს კიდევ ერთხელ, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები