15 ოქტომბერი 2024,   21:17
ვრცლად
"ზელენსკი უკვე დიდი ხანია საკუთარ მოსახლეობას სასაკლაოზე აგზავნის, მას ბევრი დაქირავებული მებრძოლიც ჰყავს და სრულიად ატარებს ამერიკულ პოლიტიკას" - ფრანგი ექსპერტი უშიშროების საკითხებში

საფრანგეთის სადაზვერვო კვლევის ცენტრის დირექტორი, ერიკ დენესე მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთ უკრაინის ომში არსებული გამოწვევების შესახებ საუბრობს. დენესე ამბობს, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემულ იარაღს აფრიკაში კონფლიქტის რეგიონებში პოულობენ. რაც უკრაინაში არსებული უკონტროლო კორუფციის შედეგია.

"პირველ რიგში ზელენსკი ადამიანია, რომელიც ყველაზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებს. ამას ვხედავთ, როდესაც უკრაინის მთავრობას ვუყურებთ. მეორე საკითხი ისაა, რომ ზელენსკი უკვე აღარაა ლეგიტიმური პრეზიდენტი. მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მთავრობა ეს მაფიაა, რომელიც ყოველდღიურად მდიდრდება. ზელენსკი უკვე დიდი ხანია საკუთარ მოსახლეობას სასაკლაოზე აგზავნის. მას ბევრი დაქირავებული მებრძოლიც ჰყავს და სრულიად ატარებს ამერიკულ პოლიტიკას. იმიტომ, რომ ეს გადამწყვეტია ბაიდენისთვის, რომელიც ხელისუფლებაში 2025 წლის იანვრამდე რჩება. ვინც მას უკავშირდება არის ჯეკ სალივანი, ის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს დირექტორია და მისი ამოცანაა შეაკავოს უკრაინის ფრონტი ნოემბრის არჩევნებამდე იმიტომ, რომ თუ მომდევნო 15 დღის განმავლობაში უკრაინის არმია ჩამოიშლება ეს კამალა ჰარისისთვის განსაკუთრებით უარყოფითი იქნება. ამასთანავე ვხედავთ, რომ ამ ომში აღარავითარი კონტროლი არ არსებობს, ისეთი როგორც დასაწყისში იყო. იარაღის ერთი-მესამედი და ფინანსებს კორუფციული გარიგებებით იპარავენ. იარაღს რომელსაც უკრაინას აძლევენ შავ ბაზარზე პოულობენ, მათ შორის აფრიკული კონფლიქტების ზონაში. ეს იმ დროს ხდება, როდესაც მაგალითად საფრანგეთი უდიდესი ფინანსური გამოწვევების წინაშე დგას." - აცხადებს ფრანგი ექსპერტი უშიშროების საკითხებში, ერიკ დენესე. 

 

დღის ამბები