15 ოქტომბერი 2024,   21:24
ვრცლად
"შეიძლება სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გილაურის ნაცვლად, ვანო მერაბიშვილი დაასახელოს, ან ბაჩო ახალაია, არაფერი არ არის ამ ქალბატონისგან გამორიცხული" - არჩილ გორდულაძე

"როდესაც ვამბობთ, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი, ეს ყველაფერი ფაქტებზეა დაყრდნობილი. ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მწამებლური რეჟიმის პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური ე.წ. პრეზიდენტთან რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებს," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც ნიკა გილაურისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას გამოეხმაურა.

გორდულაძის შეფასებით, ზურაბიშვილისგან არაფერია გამორიცხული.

"სალომე ზურაბიშვილი ფსონს დადებს ნებისმიერ ადამიანზე, რომელზეც ეტყვიან რომ ფსონი უნდა დადოს. ის ყოველთვის იყო და არის თავისი პატრონების შესაბამისი მითითებების შემსრულებელი. საზოგადოებას კარგად ახსოვს და ვერავინ ვერ დაავიწყებს, რომ ნიკა გილაური არის ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო სამწუხაროდ, მაშინ როდესაც ზეიმი იყო მწამებლური რეჟიმის ჩვენს ქვეყანაში. ასეთივე წარმატებით შეიძლება სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გილაურის ნაცვლად, ვანო მერაბიშვილი დაასახელოს, ან ბაჩო ახალაია დაასახელოს. არაფერი არ არის ამ ქალბატონისგან გამორიცხული.

როდესაც ვამბობთ, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი, ეს ყველაფერი ფაქტებზეა დაყრდნობილი. ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მწამებლური რეჟიმის პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური ე.წ. პრეზიდენტთან რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებს. ნებისმიერი მისი მოქმედება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის საწინააღმდეგო არის და, შესაბამისად, იმოქმედებს ყოველთვის ამ დავალებებით იმოქმედებს," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ნიკა გილაურმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ათონელის სასახლე უკომენტაროდ დატოვა. "კურიერის" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატი სწორედ გილაურია. ნიკა გილაური "რუსთავი 2-ის" კამერამ ექსკლუზიურად ათონელის რეზიდენციაში შესვლის დროს გადაიღო. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს გილაურს პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. მანამდე ის ენერგეტიკის და ფინანსთა სამინისტროებს ხელმძღვანელობდა. სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ არჩევნებამდე ტექნიკურ მთავრობას დაასახელებს, ამისთვის კი ოპოზიციისგან დასტურს ელოდება.

 

დღის ამბები