16 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
ლევან მაჭავარიანი სუს-ის განცხადებაზე: ეს ყველაფერი ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ამ ჯერზეც ყველაფრის პრევენციას მოვახდენთ

ეს ყველაფერი ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ამ ჯერზეც ყველაფრის პრევენციას მოვახდენთ, - ასე ეხმიანება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

"ეს ყველაფერი [სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია], რა თქმა უნდა, ჯდება ოპოზიციის დღის წესრიგში. თავიდან ბოლომდე, ყველაფერი აგებული აქვთ იმაზე, რომ მაქსიმალურად დაძაბონ სიტუაცია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და შემდეგ უკვე 26 ოქტომბრის საღამოდან ეცადონ, რაც შეიძლება მეტი ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში. ეს ყველაფერი ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ამ ჯერზეც ყველაფრის პრევენციას მოვახდენთ", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დილით გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები გეგმავენ. მათივე ინფორმაციით, მიზანი ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, ხელისუფლებას და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუარესება და საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნაა. ამავე განცხადების თანახმად, სუს-ი აკვირდება ამ ჯგუფებს და, კანონდარღვევის შემთხვევაში, ექნება შესაბამისი რეაგირება.

 

დღის ამბები