საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის პრეზენტაცია გაიმართა.
სივრცე და მიმდინარე სამუშაო პროცესი გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ექსპერტებს გააცნო.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საოპერაციო-სასაწყობო სივრცე მოდერნიზებული არჩევნების ორგანიზების მიზნით მოეწყო.