16 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "ბაკურიანი 2025"-ის ევროპის მისიების ხელმძღვანელები საქართველოში იმყოფებიან 

ბაკურიანი, ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - "ბაკურიანი 2025"-ის ევროპის ზამთრის მისიების ხელმძღვანელებს მასპინძლობს. ჩამოსული სტუმრები ფესტივალის მოსამზადებელ პროცესებს გაეცნენ და საშეჯიბრო სივრცეებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2025 წლის 9-16 თებერვალს საქართველოს სამ ადგილზე - თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში ჩატარდება.

ფესტივალში ევროპის 48 ქვეყანა მონაწილეობს. ბაკურიანში შეჯიბრი ზამთრის სპორტის 8 ოლიმპიურ სახეობაში გაიმართება. 

დღის ამბები