რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი იყო, მოხვედრილიყო ამ შუალედურ დასკვნაშიც ის გარეზეწოლები, ის ყველაფერი, რაც აბსოლუტურად ყველაფერი ღია წყაროებიდან არის ჩვენთვის ხელმისაწვდომი - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია აცხადებს.
ირაკლი კირცხალია იმედოვნებს, რომ საბოლოო დასკვნაში, არჩევნების შემდეგ, ეუთო/ოდირი ამ ყველაფერს ნათლად, ობიექტურად და მკაფიოდ ასახავს.
"საზოგადოება ნათლად ადევნებს თვალს ჩვენი პარტიის ოფისიდან ყოველკვირეულ ბრიფინგს წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. კარგად გვახსოვს ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი იყო მოხვედრილიყო ამ შუალედურ დასკვნაშიც ის გარეზეწოლები, ის ყველაფერი, რაც აბსოლუტურად ყველაფერი ღია წყაროებიდან არის ჩვენთვის ხელმისაწვდომი.
ის პირდაპირი ჩარევები წინასაარჩევნო პროცესში მათი ლობისტების მხრიდან სახელ-გვარებს აღარ ჩამოვთვლი, საზოგადოება ქართველ პოლიტიკოსებზე მეტად მათ პატრონებს და ლობისტებს ხედავენ თავიანთი საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ორგანოებიდან, ეს იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნები, თუ ამერიკის შეერთებული შტატები.
ეს ყველაფერი ეგზავნება ჩვენი მხრიდან შესაბამის დიპლომატიურ თუ სადამკვირვებლო მისიებს და, როგორც მე მაქვს ინფორმაცია და ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, კვლევის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე მიაწოდა ჩვენმა მხარემ შესაბამის უწყებებს, მათ მხარეს, ეს მთელი დოკუმენტაცია, რომელსაც ვხედავდით დაპაკეტებული ყველაფერს ამ წინასაარჩევნო პერიოდში. ეს იქნება ღია გარე ჩარევა, ეს იქნება შიდა მათი დესტრუქციული ქმედებები, რომელიც გასაკვირად, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად ნამდვილად არა, არ მოხვდა არცერთ კოლექტიურ გიგაურ-ლომჯარიას დასკვნაში და ამის ილუზიაც არ გვაქვს, რომ მოხვდა. დარწმუნებულები ვართ, იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ საბოლოოდ საბოლოო დასკვნაში არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირი ამ ყველაფერს ნათლად, ობიექტურად და მკაფიოდ ასახავს თავის დასკვნაში," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია.