17 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
"არაფერი არ მიკვირს ძალისგან, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე უბრალოდ სტატისტიკა იყო, ძალისგან, რომელიც არ ინდობს თავისივე გუნდელს" - ირაკლი კირცხალია ენმ-ზე

სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ, დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, "დღის კურიერის" ეთერში, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა და განაცხადა, რომ არაფერია გასაკვირი "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" წევრებისგან:

"ჩვენ არაფერი უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც საუბარი გვაქვს კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობაზე", მათი მხრიდან ნებისმიერი საშუალების გამოყენება იმ სცენარის შემდეგ, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, რომ მაქსიმალურად ხელოვნურად, ყველა ბერკეტის გამოყენებით, მაქსიმალურად მოაწყონ არეულობა წინასაარჩევნოდ, არაფერი არ მიკვირს ძალისგან, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე უბრალოდ სტატისტიკა იყო, ძალისგან, რომელიც არ ინდობს თავისივე გუნდელს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია.

საქმე ეხება სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც - "იგეგმება ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელება, სადაც გამოყენებული იქნება ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება".

 

 

დღის ამბები