"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს - შეხვედრები გაიმართა ოზურგეთის სოფლებში. მოსახლეობას გაესაუბრნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული, ოზურგეთის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე. შეხვედრებზე "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებსა და პროგრამაზე ისაუბრეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრი კი "ქართული ოცნების" ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატთან დავით კოდუასთან ერთად მშობლიურ სოფელ ჩხორიაში ჩავიდა. მოგვიანებით შეხვედრა გაიმართა თხილის დარგში დასაქმებულ ფერმერებთან. მინისტრმა სექტორში არსებულ გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრა, ყურადღება, გამახვილდა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ საარჩევნო პროგრამაზე.