17 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
"რაღაცნაირი ინტერესი აქვთ, რომ ამ ინიციატივას ძირი გამოუთხარონ" - ოპოზიცია საარჩევნო შტაბის პრეზიდენტის სასახლეში შექმნაზე

იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტისგან განმარტებას ითხოვს. სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებენ. ამის მიზეზი პრეზიდენტის განცხადებაა, რომლის მიხედვით არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში საარჩევნო შტაბი გაიხსნება.

იუსტიციის სამინისტრო კანონდარღვევის ნიშნებზე საუბრობს. შეფასებებში არ ეთანხმება სახელისუფლებო პარტიას ოპოზიცია:

"პრეზიდენტმა რაღაც ინიციატივა თქვა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად წინასაარჩევნო გარემო იყოს უზრუნველყოფილი იმგვარად, რომ ხელისუფლებას არ მიეცეს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა. ახლა რაღაცნაირი ინტერესი აქვთ, რომ ამ ინიციატივას ძირი გამოუთხარონ," - განაცხადა პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ბექა ლილუაშვილმა.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის თამაზ დათუნაშვილის განცხადებით კი, "კომიკურია" "ქართული ოცნების" მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბარი.

"კომიკურია, როდესაც "ქართული ოცნება" ლაპარაკობს იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რაიმე ფრომით, არჩევნებში ადმინისტრაციულ რესურს იყენებს. ამას ამბობს ხალხი, რომელიც ყველა თავის წინასაარჩევნო შეკრებას, რომელსაც ახლა მართავს, მართავს საჯარო მოხელეების შვებულების ხარჯზე", - განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.

 

დღის ამბები