საქართველო და მოლდოვა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან - ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ევროკავშირის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში, რომლითაც შარლ მიშელმა ლიდერები 17 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სხდომაზე მიიწვია.
"ევროპული საბჭო განიხილავს საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის რამდენიმე საკითხს, მათ შორის მდგომარეობას მოლდოვასა და საქართველოში" - ნათქვამია მიშელის წერილში.
როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, სამიტზე განხილვის ცენტრალური თემა უკრაინა იქნება. ასევე, ევროპელი ლიდერების ყურადღება ფოკუსირებული იქნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე.