17 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
"ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება" - კამალა ჰარისმა Fox News-ს ინტერვიუ პირველად მისცა

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა Fox News-ს ინტერვიუ პირველად მისცა. 25-წუთიანი ინტერვიუ მწვავედ წარიმართა - საუბარი შეეხო ტრანსგენდერი პატიმრების, არალეგალური მიგრაციის საკითხებსა და პრეზიდენტ ბაიდენის ფსიქიკურ მდგომარეობას.

ჟურნალისტმა ჰარისს ჰკითხა, გამარჯვების შემთხვევაში, რით იქნება მისი მმართველობა ბაიდენის პრეზიდენტობისგან განსხვავებული.

"მე არ ვარ ჯო ბაიდენი... მე არ ვარ დონალდ ტრამპი... ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება და, როგორც ყოველი ახალი პრეზიდენტი, რომელიც მოვა თანამდებობაზე, მე მოვიტან ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ჩემს პროფესიულ გამოცდილებას, ახალ-ახალ იდეებს. მე წარმოვადგენ ლიდერების ახალ თაობას", - თქვა მან.

ვიცე-პრეზიდენტთან ინტერვიუს მიმდინარეობისას, აჩვენეს 12 წლის ტეხასელი გოგონას ემოციური ვიდეო - ბავშვი მოკლულია მიგრანტის მიერ, რომელმაც უკანონოდ გადაკვეთა აშშ-ის საზღვარი, თუმცა, დაკავების შემდეგ, გაათავისუფლეს. ჟურნალისტმა ჰარისს ჰკითხა, მოუხდის თუ არა ბოდიშს ამ და კიდევ არაერთი იმ გოგოს ოჯახს, რომელთა მკვლელობაც, მიგრანტებთან დაკავშირებით, ბაიდენის "ადმინისტრაციის სპეციფიკური პოლიტიკის შედეგია".

"ეჭვგარეშეა, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევებია. ამაზე კითხვაც არ არსებობს", - თქვა ჰარისმა, ხაზი გაუსვა, რომ ადმინისტრაციის პოლიტიკა ამ შემთხვევებთან კავშირში არაა და მოკლულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა კონკურენტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. "საშიში", "აშშ-ის პრეზიდენტობისთვის შეუფერებელი" - ასე მოიხსენია ჰარისმა დონალდ ტრამპი.

 

დღის ამბები