18 ოქტომბერი 2024,   14:13
ვრცლად
"ერთადერთი მიზანი აქვთ მხოლოდ, შექმნან ყალბი წარმოდგენა, თითქოს მომავალში ეს არჩევნები გაყალბდება და შემდეგ რევოლუციური სიტუაცია დააშენონ ამაზე" - თენგიზ შარმანაშვილი

ამომრჩევლისთვის დოკუმენტების ჩამორთმევის ბრალდების გამო, "ქართული ოცნება" ოპოზიციას და მესამე სექტორს აკრიტიკებს - მმართველი გუნდი საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობაზე საუბრობს, ოპონენტებს მოუწოდებს წარადგინონ მტკიცებულებები.

სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ წინა არჩევნების მსგავსად ახლაც აქტიურია კამპანია, თითქოს მოქალაქეებს დოკუმენტებს ართმევენ. დღეს მმართველ გუნდში გაიხსენეს, რომ წინა შემთხვევაში, როდესაც პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მათ წყაროს დასახელებაზე უარი თქვეს.

"წინა არჩევნებზეც უნდოდათ აეგორებინათ სკანდალი, თითქოს რაღაც მანიპულაცია ხდებოდა და ზეგავლენა ამომრჩევლის ნებაზე, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, პირადობის ყალბი მოწმობების საკითხიც, რომელიც ვერ დამტკიცდა, იმიტომ, რომ ეს წარმოუდგენელი იყო და არ გაკეთებულა. დაახლოებით იმავეს აკეთებენ ახლაც. ეს სიახლე არ არის და თან ისეთი ფორმით, რომელსაც უკვე არავინ აღარ დაიჯერებს. ერთადერთი მიზანი აქვთ მხოლოდ, რომ შექმნან ყალბი წარმოდგენა, თითქოს მომავალში ეს არჩევნები გაყალბდება და შემდეგ რევოლუციური სიტუაცია დააშენონ ამაზე. თვითონ მტკიცებულებების ხარისხი ნახეთ, თუ რამე ზეგავლენის მოხდენა გინდა, ეს მასობრივად უნდა ხდებოდეს," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

დღის ამბები