24 დეკემბერი 2024,   22:05
ვრცლად
ტრამპი ვარაუდობს, რომ ზელენსკი არის დამნაშავე რუსეთ-უკრაინის ომში

შტატების საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ომის დაწყება ვოლოდიმირ ზელენსკის არ უნდა დაეშვა. ამერიკის ექსპრეზიდენტი ბლოგერ პატრიკ ბეტ-დევიდისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის საკითხზე საუბრობს, აცხადებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი განადგურებულია და ომი წაგებულია. მან აქვე კიდევ ერთხელ გაიმეორა რომ ვითარებას გაპრეზიდენტების შემთხვევაში დაარეგულირებს. ტრამპმა ომის პროვოცირებაში ჯო ბაიდენი დაადანაშაულა.

"მე ვფიქრობ, რომ ზელენსკი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ვაჭარია, ვინც კი ოდესმე მინახავს. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩამოდის მილიარდობით დოლარს ვაძლევთ. ისტორიაში კიდევ ვის მიუღია ამგვარი თანხა? ამგვარი რამ არასდროს მომხდარა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მსურს მას დავეხმარო. მე ძალიან მეცოდება ეს ხალხი. თუმცა მას არასდროს არ უნდა დაეშვა ამ ომის დაწყება. ომი წაგებულია. ვფიქრობ მსოფლიო კარგად მოიქცევა. ვიდრე არჩეული პრეზიდენტი ვიქნები რუსეთსა და უკრაინას შორის ომს დავარეგულირებ. იცით, რომ ცოტა ხნის წინ ზელენსკის შევხვდი. მე პუტინთან და ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა მაქვს", - განაცხადა ტრამპმა.

 

დღის ამბები