19 ოქტომბერი 2024,   15:44
ვრცლად
რუსთავში ახალი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

რუსთავში ახალი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა. სკვერი რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობასთან ერთად გახსნა.

მწვანე სივრცეში რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ქანდაკება, ახალგაზრდა რუსთაველი ხელოვანის, რატი ჯიქიას სკულპტურა - "ოჯახი", განთავსდა.

სკვერში საბავშვო ატრაქციონები და დასასვენებელი ზონებია მოწყობილი.

დღის ამბები