08 ოქტომბერი 2024,   21:13
ვრცლად
ბაშარ ალ ასადი კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდა

სირიის პრეზიდენტი მოსკოვს, გვიან ღამით, სამუშაო ვიზიტით ესტუმრა და რუს კოლეგას ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის და რუსული სამხედრო ოპერაციის გაგრძელებაზე ილაპარაკეს.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გაიმართა გაფართოებული სხდომაც, რომელშიც რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმაც მიიღეს მონაწილოეობა.

ბაშარ ალ ასადმა ვლადიმერ პუტინს სირიის გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოსკოვის ჩარევის გარეშე ტერორიზმი გაცილებით დიდ ტერიტორიაზე გავრცელდებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები