08 ოქტომბერი 2024,   21:20
ვრცლად
სირიაში ფრენების უსაფრთხოების შესახებ აშშ-სა და რუსეთს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სირიის პრეზიდენტის ვიზიტი დაემთხვა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მემორანდუმის გაფორმებას სირიაში ავიაციის ფრენების უსაფრთხოების შესახებ.

დოკუმენტი სირიის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაციის ქმედებებს განსაზღვრავს და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მხარეებს შორის კოორდინირებულ მუშაობას ითვალისწინებს.

მიუხედავად ამისა, პენტაგონის ინფორმაციით, მემორანდუმი არ ითვალისწინებს სადაზვერვო მონაცემებისა და სამიზნეების შესახებ არსებული ინფორმაციის გაცვლას. რუსეთის თავდაცვის მინისტრი დოკუმენტის გაფორმებას წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.

უწყებამ ავიაიერიშების მორიგი ვიდეო მასალაც გაავრცელა და განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ავიაციამ ისლამური სახელმწიფოს 30 ობიექტი დაბომბა.

დღის ამბები