08 ოქტომბერი 2024,   21:16
ვრცლად
კანადა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციას გამოეთიშება

კანადა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციას გამოეთიშება.

განცხადება ამ თემაზე ქვეყნის ახლად არჩეულმა პრემიერ მინისტრმა გააკეთა.

ჯასტინ ტრიუდომ აღნიშნა, რომ ქვეყანა უკან გაიწვევს გამანადგურებლებს, რომლებიც ავღანეთში არიან განლაგებულები და ერაყსა და სირიაში საჰაერო ოპერაციაში მონაწილეობენ.

ჯასტინ ტრიუდომ გადაწყვეტილების შესახებ უკვე შეატყობინა ბარაკ ობამას და განმარტა, რომ ამ მისიის დასრულება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

მიუხედავად ამისა, ახლადარჩეული პრემიერი აცხადებს, კანადა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩამოყალიბებული კოალიციის აქტიურ წევრად დარჩება.

განცხადებას გამოეხმაურა თეთრი სახლი. ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ვაშინგტონი ამ თემაზე კანადის ახალ მთავრობასთან მოლაპარაკებას გააგრძელებს.

 

 

დღის ამბები