08 ოქტომბერი 2024,   21:19
ვრცლად
ამერიკამ პირველი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა გამოსცადა რომელიც ევროპაში უნდა განლაგდეს

პენტაგონმა პირველი ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა გამოსცადა, რომელიც ევროპაში უნდა განლაგდეს.

ექსპერიმენტი შოტლანდიის სანაპიროებთან ჩატარდა. სწავლების ფარგლებში გებრიდის კუნძულიდან ატლანდის "ტერიერ ორიონის" კლასის ბალისტიკური რაკეტა და ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გაუსროლეს, რის შემდეგაც სამხედრო ხომალდიდან ორი გამანადგურებელი რაკეტა გაუშვეს.

სამხედრო მეთაურობის განცხადებით "SM3-ის ტიპის" რაკეტებმა ბალისტიკური რაკეტა კოსმოსში გაანადგურეს.

შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტში აღნიშნავენ, რომ ევროპაში ჩატარებული პირველი ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა. 

დღის ამბები