08 ოქტომბერი 2024,   21:20
ვრცლად
სლოვენია მიგრანტთა ნაკადის გასაკონტროლებლად საზღვარზე არმიის ქვედანაყოფების განლაგებას აპირებს

სლოვენია მიგრანტთა ნაკადის გასაკონტროლებლად საზღვარზე არმიის ქვედანაყოფების განლაგებას აპირებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში 19 ათას 500 დევნილი შევიდა.

სლოვენიის პრეზიდენტი დახმარებისთვის ევროკავშირსაც მიმართავს და ხორვატიის საზღვართან პოლიციის ქვედანაყოფების გაგზავნას სთხოვს. ეს საკითხი ქვეყნის პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

სლოვენია-ხორვატიის საზღვარზე ბოლო დღეებში მიგრანტთა დიდი ნაკადია გაჩერებული. მიზეზი ის გახდა, რომ სლოვენიამ დევნილთა მიღების შემცირება გადაწყვიტა.

დღის ამბები