22 ოქტომბერი 2024,   19:26
ვრცლად
ახალგაზრდა ქალი ლოდებს შორის თავდაყირა 7 საათის განმავლობაში იყო გაჭედილი - შემთხვევა ავსტრალიაში მოხდა

ავსტრალიაში, ჰანტერ ველში, ქალი ლოდებს შორის ჩავარდნილი ტელეფონის ამოღებას ცდილობდა, რა დროსაც თვითონაც ჩავარდა და 7 საათის განმავლობაში, თავდაყირა, ლოდებს შორის იყო გაჭედილი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ქალი მაშველებმა გადაარჩინეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებში, ლოდებს შორის გაჭედილი ქალის მხოლოდ ფეხები ჩანს.

შემთხვევის დროს 23 წლის ქალი კერძო ტერიტორიაზე მეგობრებთან ერთად სეირნობდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მას ტელეფონი 3 მეტრიან ნაპრალში, ლოდებს შორის ჩაუვარდა. მათი განმარტებით, ტელეფონის ამოღების მცდელობის დროს, ის ნაპრალში თავით იმდენად ღრმად ჩასრიალდა, რომ მაშველების დახმარების გარეშე მისი ამოყვანა ვერ მოხერხდა.

სატელეფონო კავშირის არარსებობის გამო, მეგობრებს ნაპრალში ჩავარდნილი ქალის დატოვება და მაშველების გამოსაძახებლად წასვლა მოუწიათ.

დღის ამბები